2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11%-ით შემცირდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, ხოლო წინა წლის ამავე პერიოდში - $411.3 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში FDI 11%-ით შემცირდა.
მონაცემების მიხედვით, უშუალოდ 2021 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 234.2 მლნ შეადგინა და წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები მე-2 კვარტალში ასე განაწილდა:
პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 77.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტს შეადგენს,
მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები - 31.5 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი)
მესამეზე ჩეხეთი - 30.8 მლნ. აშშ დოლარით (13.2 პროცენტი)