გაასაჯაროვეთ სააკაშვილის 2013 წლის განკარგულება - თემურ ჯანაშია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

15.09.21 13:53
გაასაჯაროვეთ სააკაშვილის 2013 წლის განკარგულება - თემურ ჯანაშია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიმართვა ქვეყნის პრეზიდენტს. თეიმურაზ ჯანაშია სალომე ზურაბშვილის ღია წერილით მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და ე.წ. ,,პიჯაკების საქმეში" ბრალდებული    საქართველოს მესამე პრეზიდენტის 2013 წლის გამოცემული განკარგულებების გასაჯაროებას თხოვს.

თემურ ჯანაშიას განცხადებით, დოკუმენტის გასაჯაროვებით დადასტურდება, მისთვის წარდგენილი ბრალი აბსურდულია და პოლიტიკურად არის მოტივირებული.

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, გაასაჯაროვოს მიხეილ სააკაშვილის 2013 წელს გამოცემული განკარგულებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო დაცვის სამსახურის დაფინანსებას.

 ეს არის კონკრეტული ტესტი საქართველოს პრეზიდენტებისთვის, ამ ტესტის გავლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, დავადგინოთ, ეს ადამიანები მოწოდებული არიან, თუ არა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, თუ  არიან ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებლები - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას, საგამოძიებო უწყება 7 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება.  

მსგავსი სიახლეები