რეჟიმის ბრახუნი მომიტინგეების კარზე და სახლში მიტანილი ჯარიმის ქვითრები
ჩასაფრებები ჯარიმების ქვითრებით ხელში. გომელაურის პოლიცია რეპრესიების ახალ სტრატეგიაზე გადავიდა. აქციების მონაწილეებს სახლებში უვარდებიან მხოლოდ იმიტომ ,რომ 5 ათას ლარიანი ჯარიმები ჩააბარონ. ძალოვანთა მთელი რაზმები შუაღამისას პრაქტიკულად სპეცოპერაციებს აწყობენ ქვითრების გადასაცემად. ასე ცდილობს რეჟიმი ხალხის დასჯას.
გომელაურმა საბჭოთა კანონებით საქმე გაიმარტივა. აღარ სჭირდება პროტესტის მონაწილეების სასამართლოში მიყვანა და პროცესებზე დროის დაკარგვა. 5 პოლიციელის მივარდნა დასჭირდა იუმორისტ ქართლოს ნატროშვილისთვის ერთი ქვითრის ჩაბარებას. ვატო სურგულაძეს დასაჯარიმებლად კი 8 ძალოვანი მის ხანდაზმულ დედას შეუვარდა.
როდესაც 5000 ლარიან ჯარიმა პოლიციას სახლში მოაქვს, იურისტები ხსნიან, რა უნდა გააკეთოს ამ დროს მოქალაქემ. პირველი რასაც დაჯარიმებული პირი აკეთებს, ელექტორნულ ფოსტაზე წერს საჩივარს და აგზავნილ შინაგან საქემთა სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე, რომ არ ეთანხმება ჯარიმას. ამის შემდეგ მიდის უკვე დისტაცნიური კომუნიკაცია, თუ პოლიცია ჯარიმას არ აუქმებს, დავა სასამართლოში ინაცვლებს, ამ პროცეისით კი რეჟიმის მცდელობა რომ სასამართლოში დავები აღარ გაგრძელდეს კრახით სრულდება.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.