ნამოხვანის პროექტი გაუმჯობესებული პირობებით, უფრო უსაფრთხოდ, მაგრამ აუცილებლად უნდა შედგეს - ნათია თურნავა

,,ნამოხვანის პროექტი გაუმჯობესებული პირობებით, უფრო უსაფრთხოდ, მაგრამ აუცილებლად უნდა შედგეს - აი, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას!". - ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, განმარტებით, ENKA-სთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საქმე დავამდე არ მივიდეს და ნამოხვანჰესისი მშენებელ კომპანიასთან მოლაპარაკება შედგეს.
საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე დავამდე არ მივიდეს და საკითხი მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს. კვალავაც ვადასტურებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანის პროექტი და ზოგადად, ქართული ენერგეტიკა, ქართული ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. შეიძლება, განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება". - ამბობს თურნავა.
ნამოხვანჰესი აღარ აშენდება, ENKA-მ საქართველოსთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. საქართველოს თურქული კომპანიისთვის დიდი რაოდენობით კომპენსაციის გადახდა ემუქრება.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე