კაცს, რომელმაც ცოლი დაწვა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ, თემურ ყარალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საქმე ეხება 2024 წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მომხდარ საზარელ ფაქტს, როცა საქმის მაალების თანახმად, კაცმა ცოლს, 25 წლის გალინა ნოზაძეს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
ქალი 10 დეკემბერს, 28-დღიანი მედიკამენტოზური კომის შემდეგ, 70%-იანი დამწვრობით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
- ახალსოფელში მომხდარიო საზარელი მკვლელობის შესახებ, ჟურნალისტრი გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატრა.
-
მაშინ TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტებს უყვებოდნენ, რომ თემურ ყარალაშვილმა მძინარე ახალგაზრდა ქალს ჯერ ბენზინი გადაასხა, შემდეგ კი მოკიდებული სიგარეტი საწოლზე დააგდო.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.