ექსკლუზივი: მოპოვებულია ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ახალი ვიდეო-მასალა

07.06.25 20:36
ექსკლუზივი: მოპოვებულია ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ახალი ვიდეო-მასალა

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - მოპოვებულია ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის აქამდე უცნობი კადრები. "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ინფორმაციით, კადრები თბილისის ცენტრში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 16 თებერვალს, ბიზნესმენის  მკვლელობამდე ერთი თვით ადრეა გადაღებული. 

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ სასტუმრო "ამბასოდრთან", სადაც საქართველოში ყოფნის დროს ჯანგველაძე ხშირად რჩებოდა, სავარაუდოდ  გელა უძილაური გაადვილდება. კადრების მიხედვით, კაცი მსხვერპლს უთვალთვალებს და ინფორმაციას ტელეფონით სავარაუდოდ, მკვლელობის დამკვეთებს აწვდის.

„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ოჯახს უმყარებს ვერსიას,  რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა საქართველოში  დიდი ხნით ადრე მზადდებოდა, მას ქილერი უთვალთვალებდა და მის გადაადგილებასაც აკონტროლებდა.

ეს მტკიცებულებები აქვს საგამოძიებო უწყებებსაც, მაგრამ შუაგულ თბილისში, ბიზნესმენის ჩაცხრილვის საქმეს მომხდარიდან 3 თვის შემდეგ   პროკურატურა შეკვეთილი მკვლელობის კვალიფიკაციას მაინც არ აძლევს.

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული  სათვალთვალო  კამერების ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ გელა უძილაური სასტუმრო "ამბასდორთან"  პირველად 16 თებერვალს დილით  ჩნდება. ამ დროს  „შაბათის ეთერის“  ინფორმაციით, თბილისში მოსკოვიდან ერთი კვირით შვილთან ერთად არის ჩამოსული ლევან ჯანგველაძეც.

ბიზნესმენის საქართველოში ჩამოსვლის ამბავი გასაიდუმლოებული იყო და  მხოლოდ მისმა ახლო  გარემოცვამ იცოდა. უცნაურია, მაგრამ მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა სავარაუდო კილერსაც, რადგან ვიდეო-მასალაში  ჩანს, რომ სავარაუდოდ, გელა უძილაური დილიდან საღამომდე სასტუმროს პერიმეტრზე იმყოფება და ტერიტორიას აკონტროლებს.

კიდევ ერთი კადრები სათვალთვალო კამერებმა სასტუმრო  „ამბასადორთან"  22 თებერვალს გადაიღო.  კადრში სავარაუდოდ, ლევან ჯანგველაძე და მისი ნდობით  აღჭურვილი პირი გია ჩადუნელი ჩანან. ბიზნესმენი ჩადუნელთან ერთად  სასტუმრო "ამბასადორში" იმ დღეს  მისი კუთვნილი „ბენტლით" მივიდა. 

ჩადუნელმა ავტომობილი ჩაკეტა  და შენობაში შევიდა - ამ დროს კი შეიარაღებული პირი, სავარაუდოდ, გელა უძილაური ლევან ჯანგველაძისგან რამდენიმე  ნაბიჯში დგას მაგრამ არ ისვრის. როგორც კი ბიზნესმენი სასტუმროში შედის, პირი ჯიბიდან ტელეფონს იღებს და სავარაუდოდ, ინფორმაციას დამკვეთებს  აწვდის, თავად კი პერიმეტრზე რჩება.

22 თებერვალს, ლევან ჯანგველაძის სასტუმროში შესვლიდან რამდენიმე  წუთში "ამბასდორის“ ტერიტორიაზე „შაბათი ეთერის“ ინფორმაციით, სროლის ხმა გაიგეს.
ქუჩაში გამოსულ  პერსონალს კი ავტოსადგომზე  სასტუმროს კუთვნილი ერ -ერთი  ბრენდირებული ავტომობილი დაზიანებული დახვდა. მოპოვებული კადრებით და ფოტოებით ჩანს, რომ "მერსედესის" მარკის ავტომობილის წინა საქარე მინა  დაზიანდა.

სასტუმრო  "ამაბასადორის“ უსაფრთხოების უფროსმა ლევან კალანდიამ მარიამ გაფრინდაშვილს დაუდასტურა, რომ 22 თებერვალს იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძეს მათ სასტუმროში იმყოფებდა, გარე პერიმეტრზე სავარაუდო სროლის შედეგად ავტომობილი დაზიანდა.  თქვა ისიც, რომ მომხდარიდან რამდენიმე წუთში, პოლიციაში პირადად დარეკა და ადგილზე სამართალდამცველების მისვლაც მოითხოვა.

ვინ ისროლა "ამბასადორიდან" ფაქტზე გამოძიება - ძველი თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ დაიწყო -ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა "ამბასადორის"  დაცვის უფროსის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებებიც ჩაატარეს, თანამშრომლებიც გამოჰკითხეს და კამერების ჩანაწერებიც ნახეს, მოგვიანებით კი ვიდეო კადრები მოსამართლის  განჩინებით ამოიღეს.

ადვოკატების თქმით, იმის გარკვევა, თუ ვინ ისროლა "ამბადორთან"   შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც იმ დროს ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა,  მარტივად შეეძლო. უფლებადამცველების განცხადებითვე, მათ შორის  იქნებოდა სავარაუდოდ, გელა უძილაურიც, რადგან "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერით ჩნდება ვერსია, რომ  ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში  ბრალდებული გასროლის დროს ტერიტორიაზეა.

მოკლული ბიზნემენის ადვოკატი კი დარწმუნებულია, რომ გასროლა 22 თებერვალს იმ დროს როდესაც ლევან ჯანგველაძე სასტუმრო "ამბასადორში"  იმყოფებოდა,  გელა უძილაურმა მოახდინა.

მოკლული ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, თუ უძილაურს სროლის ფაქტს ვერ უმტკიცებდნენ, მინიმუმ მოწმის სტატუსით უნდა  გამოეკითხათ, რადგან უფლებადამცველის თქმით, ის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა პოლიციას ის არც კი გამოუკითხავს. 

ჯანგველაძის მკვლელობა სერია 3 - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი