შურისძიება ე.წ. კრიმინალური სამყაროს სახელით?! - ბიზნესმენი, რომელიც ბაზარში ჩაცხრილეს, მუქარაზე საუბრობდა

26.06.25 15:18
შურისძიება ე.წ. კრიმინალური სამყაროს სახელით?! - ბიზნესმენი, რომელიც ბაზარში ჩაცხრილეს, მუქარაზე საუბრობდა

"პირველებისთვის" კაბალში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ძველ ბაზარში 41 წლის ბიზნებსმენი ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრების დავალებით ჩაცხრილეს. 

ადგილობრივები ფაზახირ ამირახოვის  მკვლელობის სავარაუდო მოტივად, ბიზნეს რეკეტს ასახელებენ. მათი მონათხრობის თანახმად, ხორცით მოვაჭრე კაცი სისტემატური ტერორის მსხვერპლი იყო.

ამირახოვის ნაცნობები "პირველებს" ეუბნებიან, რომ ბიზნესმენს უცნობი პირები უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდული სამყაროსთვის თანხების გადაცემას სთხოვდნენ, იყო მუქარაც.

ირკვევა ისიც, რომ გასულ წელს ბიზნესმენს მანქანა გადაუწვეს.

როგორც ხორცით მოვაჭრე კაცის ახლობლები აცხადებენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამირახოვმა პოლიციას 2-ჯერ მიმართა. ის ავტომობილის დაწვისა და მუქარის ფაქტების გამოძიებას ითხოვდა. 

გუშინ კი მსხვერპლთან ორი პირი მივიდა და ტყვიები პირდაპირ ბაზარში ესროლეს.

მკვლელობის საქმეზე ორი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, დაკავებულები ახლა დუმილის უფლებას იყენებენ. 

ადგილობრივი პოლიცია "პირველების" კითხვებს არ პასუხობს - რატომ არ გამოიძიეს ბიზნესმენზე განხორციელებული სავარაუდო მუქარისა და მისი ავტომობილის დაწვის ფაქტი.