კასპში კაცმა ყოფილ ცოლს მჟავა შეასხა, დაჭრა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

25.09.25 16:44
კასპში კაცმა ყოფილ ცოლს მჟავა შეასხა, დაჭრა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

წამება განსაკუთრებული სისასტიკით - "პირველების" ინფორმაციით, კასპში კაცმა ყოფილ ცოლს ჯერ მჟავა შეასხა, შემდეგ დაჭრა, ბოლოს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი მოუკიდა, რის შემდეგად ადგილიდან მიიმალა. 

სასტიკი ანგარიშსწორება კასპში დღეს დილით მოხდა. 

როგორც TV პირველის კორესპოდენტს ადგილობრივები ეუბნებიან, საკუთარი თვალით ნახეს, როგორ გამორბოდა ცეცხლმოკიდებული ქალი და როგორ ითხოვდა შველას. 

უმძიმესი დამწვრობით 35 წლის ქალი კასპიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

"ტვ პირველისთვის" ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს 3 წლის წინ დაშორდა, მათ 4 წლის შვილი ჰყავთ. 

როგორც მეზობლები ამბობენ, კაცი შვილის საკუთარ სახლში ძალით წაყვანას ცდილობდა და სწორედ ამას მოჰყვა კონფლიქტი. ადგილობრივების თქმით, ეს წყვილს შორის პირველი კონფლიქტი არ ყოფილა, მეზობლები ამბობენ, რომ ყოფილ ცოლს კაცი ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა და ამის გამო მას შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

  • "პირველების" ინფორმაციით, ყოფილი ქმარი, რომელიც მიმალვაშია, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი აიპის თანამშრომელია.

"მაშხალასავით უსვრია ბოლოს და ეგრევე ცეცხლი წაკიდებია, რომ გამორბოდა ეს გოგო არ ვიცოდით რა გვექნა, ბოლოს დიდი ადიელა ჩამოვაგდე და გადავაფარე, მეზობელმა მერე ხალიჩაც გადააფარა, ვერ ვაქრობდით ცეცხლს, ასე 5 წუთი გოგო იწვოდა და ცეცხლს ვერ ვაქრობდით, სახე სულ დამწვარიო ჰქონდა, თმა, ბეჭებში ორგან დანით იყო დაჭრილი. გაცილებულები იყვნენ, მარა სცემდა, ეჭვიანობდა, ხშირად ჩხუბობდნენ. ახლაც დედა ყოფილა სახლში ამ გოგოსი და იმის თვალწინ გაუკეთებია, ისეთი კარგი გოგოა მეტი არ შეიძლება", - ამბობსა დგილობრივები. 

ქმრის მიერ ნაწამები ქალის გადარჩენას ამ წუთებში ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში ცდილობენ, როგორ კლინიკის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე "პირველებთან" ამბობს, ქალის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

 

მსგავსი სიახლეები