როგორია ყოფილი ქმრის მიერ ნაწამები ქალის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

25.09.25 16:53
როგორია ყოფილი ქმრის მიერ ნაწამები ქალის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

კასპში ყოფილი ქმრის მიერ ნაწამები ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა - როგორც თბილისის ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე "პირველებთან" ამბობს, 35 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ექიმის თქმით, ქალს მჟავა და და ბენზინი აქვს შესხმული, ასევე აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები. 

საკმაოდ სერიოზული სიტუაციაა - ამბობს "პირველებთან" გუგა ქაშიბაძე. 

კასპიდან იყო გადმოყვანილი კატასტროფის ბრიგადით. ბენზინიც აქვს შესხმული და მჟავაც და ასევე ჭრილობებიც აქვს მიყენებული ბასრი საგნით. რეანიმაციულ განყოფილებაშია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, საკმაოდ სერიოზული სიტუაციაა", - ამბობს გუგა ქაშიბაძე.  

ცნობისთვის საზარელი შემთხვევა კასპში დღეს დილით მოხდა - კაცმა, რომელსაც შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, ყოფილ ცოლზე სასტიკი ანგარიშსწორება განახორციელა და ადგილიდან მიიმალა.