ელოდა თუ არა ლევან ჯანგველაძე ანგარიშსწორებას ფარცხალაძის დაჯგუფებისგან - რას ჰყვება მიხეილ ბერძენიშვილი

29.09.25 21:18
ელოდა თუ არა ლევან ჯანგველაძე ანგარიშსწორებას ფარცხალაძის დაჯგუფებისგან - რას ჰყვება მიხეილ ბერძენიშვილი

ელოდა თუ არა ლევან ჯანგველაძე ანგარიშსწორებას ფარცხალაძის დაჯგუფებისგან - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლევან ჯანგველაძის მამიდაშვილი, მიხეილ ბერძენიშვილი დაიკითხა. 

ის ამტკიცებს, რომ ლევან ჯანგველაძისა და მიქაძის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა დაპირისპირებით დასრულდა, რის შემდეგაც, გამომდინარე იქიდან, რომ მიქაძეებს უსოიანებთან ნათელმირონობა აკავშირებდათ, შურისძიებას არ გამორიცხავდა. 

მოწმემ სასამართლოში გამოკითხვისას გაიხსენა ლევან ჯანგველაძის შეხვედრა ოთარ ფარცხალაძესთანაც და სავარაუდო ბიზნეს დავაზე ისაუბრა. 

დედ ჰასანის მკვლელობაზე ერთადერთხელ მივეცი თავს უფლება მეკითხა, რადგან ხშირად რუსეთის ტელევიზიაში ნახსენები იყვნენ ჩემი ზმები - ჯანგველაძეები. ლევანმა მითხრა, არანაირი კავშირი და შეხება არ მქონია ამ პიროვნებასთან და მის მკვლელობასთანო. 

მიქაძეებთან დაკავშირებით მახსოვს, რომ ერთი წლით ადრე, როცა იყო ჩამოსული მეგობარმა სთხოვა რაღაც ბიზნესის საქმეზე გაყოლოდა. იქ, როგორც მერე გავიგე დახვდა რომელიღაც ძმა მიქაძე და მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება ლევანს და მიქაძეს შორის, ლევანი ამის შემდეგ გაბრაზებული დაბრუნდა. მეორეჯერ ასეთივე უსიამოვნო შეხვედრა ჰქონდათ ამბასადორში, მაგრამ ნორმალურად გაგრძელდა ვახშამი. ლევანმა მე მითხრა, რომ მიქაძეებს ნათელმირონობა აკავშირებთ უსოიანებთან და რამე არ მომიწყონო. 

ლევანს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ფარცხალაძესთან, ხშირად ხვდებოდნენ. რაც შეეხება ფინანსურ პოლიციაში შეხვედრას, ლევანი იქიდან გაბრაზებული გამოვიდა, გამოჰყვა ოთარ ფარცხალაძეც. ფარცხალაძემ იცნო გია ჩადუნელი - შენ ჩვენი გია არ ხარო? სიყვარულით გაიხსენა, 3-წუთიანი კომუნიკაცია ჰქონდათ. გაკვირვებული დავრჩი, 17 წლის განმავლობაში მას ოთარ ფარცხალაძე ერთხელაც არ უხსენებია. 

ლევანის თქმით, შეხვედრისას საუბარი სიგარეტის და კოკა-კოლის ბიზნესთან დაკავშირებით შედგა. რამდენიმე დღის შემდეგ კი გაბრაზებული ახსენებდა ტელეფონზე ფარცხალაძეს," - ყვება მიხეილ ბერძენიშვილი. 

გელა უძილაურის  შემდეგი პროცესი პირველ ოქტომბერს  გაიმართება. პროკურატურამ კი ჩვენების მისაცემად  გიორგი მიქაძე და მასთან ერთად დაკავებული, კაჭკაჭიშვილი და ბაღდავაძე დაიბარა.  

იხილეთ ასევე:

მსგავსი სიახლეები