დააკავეს "ოცნების" მაღალჩინოსნები, რომლებმაც ერთმანეთს კბილები ჩაუმტვრიეს

11.11.25 10:52
დააკავეს "ოცნების" მაღალჩინოსნები, რომლებმაც ერთმანეთს კბილები ჩაუმტვრიეს

სისხლიანი ანგარიშსწორება "ოცნების" ჩინოვნიკებს შორის - დაკავებულია სამი პირი. ნიკა ზაუტაშვილი,  გივი ზაუტაშვილი [საკრებულოს თავმჯდონარე] და ლევან გელაძე [ყვარლის მერის მოადგილე]. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამივე მათგანს ხელბორკილები ძალადობის ბრალდებით დაადეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ  მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში,  ყოფით საკითხზე დაწყებული  კონფლიქტისას,  ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა  - გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს  ჯერ სიტყვიერად,   შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ,   ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა.

პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 50-კაციანი წვეულება ყვარელში, ხელჩართული ჩხუბით, დასრულდა TV პირველის ახალმა ამბებმა გუშინ გაავრცელა.

  • "პირველები" ყვებოდა, რომ "ქართული ოცნების" მერის მოადგილემ და საკრებულოს თავმჯომარემ ერთმანეთი სცემეს, ერთს ცხვირი აქვს გატეხილი მეორემ კი კბილები დაკარგა. ნაცემია საკრებულოს თავმჯდომარის გივი ზაუტაშვილის ძმაც. 

მსგავსი სიახლეები