ჯანგველაძის საქმის მთავარი მოწმე ფარცხალაძეს მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს

20.12.25 21:30
ჯანგველაძის საქმის მთავარი მოწმე ფარცხალაძეს მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს

მკვლელობის ორგანიზებაში ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის საქმის მთავარი მოწმე ადანასაულებს. კოკა მორგოშია ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმეზე მიცემული ჩვენების გამო, მასზე გაბრაზდა და მისი ლიკვიდაციის გეგმას, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში განიხილავდა.

  • მორგოშიას თქმით, ფარცხალაძე ორ პირს შეხვდა. ერთი ჩეჩნური წარმომავლობის იყო, მეორე კი ქართულად საუბრობდა. 30 წუთიანი შეხვედრის დროს  "შაბათის ეთერის" რესპოდენტის ინფორმაციით, ფარცხალაძის თანმხლებ  პირებს თან მისი სახლის და ავტომობილის ფოტოები ჰქონდათ.

კოკა მორგოშიამ ჩვენება პროკურატურას, მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე 19 სექტემბერს მისცა. პროკურატურის მასალებში დევს მოსკოვში გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალაც. "შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ფოტოზე, შეერთებული შტატების მიერ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სანქცირებული ფარცხალაძის ესკორტი ჩანს.

კოკა მორგოშია ვარაუდობს, რომ ოთარ ფარცხალაძეს მისი ლიკვიდაცია შურისძიების მოტივით სურს. მორგოშია ერთ-ერთი პირველი იყო ლევან ჯანგველაძის  გარემოცვის წევრებიდან, ვინც ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის შეკვეთილ მკვლელობასთან ფარცხალაძის  და მისი საძმოს შესაძლო კავშირზე საუბრობდა და საქმის გამოძიებას ითხოვდა.

რა ინტერესი ჰქონდა ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება მოეხდინა? - მორგოშია ამტკიცებს, რომ ფარცხალაძეს შურისძიების მოტივი ამოძრავებდა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში კოკა მორგოშია დეტალურად საუბრობს ფარცხალაძის და ჯანგველაძის დაპირისპირებაზე. იხსენებს, რომ "კანონიერი ქურდის" ძმას და ჯაშიშობაში ბრალდებულ ფარცხალაძის პირველი სერიოზული კონფლიქტი 2023 წელს, სიგარეტის ბიზნესის გამო დაიწყო.

მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი