რეკეტის საქმე - ვინ არის ბიზნესმენი ქალი, რომელმაც საქმის გასარჩევად "ქურდებს" დაურეკა
ე.წ. კანონიერი ქურდები და ტენდერების ფული - "შაბათის ეთერი" არკვევდა, ვინ არის ბიზნესმენი, ვინც ბიზნეს-დავის მოგვარება ე.წ. კანონიერი ქურდების საშუალებით ცდილობდა.
ნინო მარღანიას ორ კომპანიას გზების მშენებლობისთვის ჯამში სხვადასხვა წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. პოლიციის ფაილებით ირკვევა, რომ ქალმა ე.წ. ქურდული გარჩევის ორგანიზებისთვის ლევან დადეშქელიანს მიმართა.
მარღანია გზების სამშენებლო ბიზნესშია, მის ორ კომპანიას ჯამში სხვადასხვა წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. ე.წ. წურდული გარჩევის ორგანიზება მარღანიამ, სწორედ პარტნიორთან დაპირისპირების გამო გადაწყვიტა.
ტენდერ მონიტორის ოფიციალური მონაცემების მიხედვით მარღანია, სახელმწიფო დაკვეთებს ორი კომპანიით ასრულებდა, ორივე კომპანიაში ის 100% წილის მფლობელია. "როუდ სოლუშენს" 77 ტენდერი აქვს მთელს საქართველოში მოგებული და 48 მილიონი ლარი ჩაურიცხეს. "ენდი როუდს" 100 ტენდერი აქვს რეგიონებში მოგებული და ჯამში 78 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
პოლიციის ფაილებით ირკვევა, რომ ნინო მარღანიას ბიზნესდავა ბიზნესმენ გიორგი ნარმანიასთან ჰქონდა, რომელიც ასევე საგზაო სამუშაოებს ატარებს, მისგან ის "კანონიერი ქურდების" დახმარებით ნახევარი მილიონი ლარის ამოღებას ცდილობდა.
ასევე ნახეთ: როგორ გროვდებოდა საქართველოში ფული ქურდებისთვის - ფარული ჩანაწერები