ვარკეთილში სამ ახალგაზრდას ყურები და თითები მოაჭრეს - ფარული ჩანაწერები/გამოკითხვის ოქმები

09.05.26 20:16
ვარკეთილში სამ ახალგაზრდას ყურები და თითები მოაჭრეს - ფარული ჩანაწერები/გამოკითხვის ოქმები

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, სამ მოქალაქეს ყურები და თითები დააჭრეს, რომ დიდი ფული გამოძალათ. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დაზარალებულია, რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებიც დაუდგენელი მოტივით საქართველოში, ბოლო სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩამოვიდა და ყველა ერთ მისამართზე ვარკეთილში, მდებარე კორპუსში დასახლდა. 

  • ბინა, სადაც ჯგუფი  ცხოვრობდა, ლილი ონიანს ეკუთვნის. ემიგრაციაში მყოფ ქალს ბინის გასაღები სავარაუდოდ, შვილიშვილმა სთხოვა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და დაზარალებულად ცნობილ პეტერბურგელების ჯგუფს იცნობდა.

„შაბათის ეთერის“  მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით დგინდება, 27 მარტს რუსეთიდან ჩამოსულებიდან ერთ-ერთს მობილურზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ბინაში გაზი ჟონავდა, ხელოსნები მივიდნენ და მესამე სართულიდან ეზოში უნდა ჩასულიყო.  „შაბათის  ეთერის" მოპოვებულ  ვიდეო ფაილებში ჩანს, რომ რომან ბელოვი სადარბაზოდან ღამის პირველ საათზე კორპუსიდან ნამდვილად  ჩადის, მაგრამ იქ არც ხელოსნები და არც ოპერატიული ჯგუფი არ არის. რამდენიმე ხანში კადრში ახალგაზრდების ჯგუფი ჩნდება, რომელიც კორპუსში შედის. ეზოდან, სახლში აბრუნებულ რომან ბელოვს ინკასატორების ნაცვლად, სახლში კრიმინალური ბანდა დახვდა, ის სახლში ძალით შეათრიეს, სადაც უკვე განეიტრალებულები იყვნენ მისი მეგობრები.

საქმის მასალების თანახმად, რუსეთის სამ მოქალაქეს, ვარკეთილში რამდენიმე  საათი სცემდნენ, მათ 7 შეიარაღებული პირი რიგ-რიგობით ურტყამდა, ითხოვდნენ კრიპტო საფულის კოდს და მობილური ტელეფონების პაროლებს.

ირკვევა, რომ შეირაღებული ბანდის წევრებმა დაზარალებულების ტელეფონები გახსნეს, თუმცა დიდი ფული, მათ კრიპტო საფულეზე ვერ იპოვეს. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა რუსეთის მოქალაქეებს ცულით დაზიანებები ჯერ ყურებზე მიაყენეს. საქმის მასალების თანახმად, რადგან წამების ამ ფორმით თაბვდამსხმელებმა შედეგი ვერ მიიღეს, მათი სამიზნე უკვე დანილ მიშაევიც გახდა, რომელსაც თითის მოჭრით ემუქრებოდნენ.

თითქმის 12 საათიანი  წამების შემდეგ ადგილზე დანაშაულებრივი ბანდის წევრებმა რუსეთის მოქალაქეების მტკიცებით,  აიტი სპეციალისტი მიიყვანეს. 25 წლის შოთა გაგლოშვილი პოლიციამ სამი დღის წინ დააკავა. რუსეთის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ გადამალულ ფულს რაც ადგილზე მიყვანილმა ტექმოლოგიების სპეციალისტმაც ვერ მიაგნო. ამის შემდეგ გადაწყდა, პეტერბურგელების ჯგუფის სამივე წევრი გაეტაცებინათ

საბოლოოდ, ნაწამებ ახალგაზრდები მარნეულში გაიტაცეს, ვიდეოები გადაუღეს და დაემუქრნენ, რომ თუ პოლიცია რამეს გაუგებდა, ამ კადრებს გაუვრცელებდნენ. 

მძიმე დანაშაულის ბრალდებით ციხცეში სულ 7 პირია გაშვებული. 

რა მისიით ჩამოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები თბილისში ცალ-ცალკე? - ამაზე საქმის მასალებში არაფერი წერია. 

რა მოხდა თბილისში - არკვევდა მარიამ გაფრინდაშვილი

მსგავსი სიახლეები