ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მაღაზია გატეხეს - წაღებულია თამბაქო

25.06.26 16:29
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მაღაზია გატეხეს - წაღებულია თამბაქო

ქურდობა ქუთაისში - ასათიანის ქუჩაზე მაღაზია გატეხეს - ინფორმაციას Info imereti ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ მძარცველმა ობიექტზე შეღწევა მინის ჩამტვრევის შემდეგ მოახერხა. მოპარულია თამბაქო.

მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.