სოფელ უზუნთალაში ფერმერის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს

06.07.26 16:27
სოფელ უზუნთალაში ფერმერის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს

კაბალის თემში, სოფელ უზუნთალაში მეცხოველეობით დაკავებული ელშად სოიუნოვის სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს - ინფორმაციას  Aktual.ge ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა  ეზოში აფეთქდა, შედეგად არავინ დაშავებულა. 

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, პოლიციის ძალები უკვე ორი დღეა პატრულირებენ როგორც ადგილზე, ასევე სოფელში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები