ყაჩაღობა მოხდა თბილისში
ყაჩაღობა მოხდა თბილისში - "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კარტოზიას ქუჩაზე მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა.
ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.