თბილისში სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში მასწავლებელი დააკავა - ფაქტს "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
უწყებაში ამბობენ, რომ პირი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის დაკავებული, რაც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ინფორმაცია, რომ მე-8 კლასელმა მოსწავლემ 76 წლის მასწავლებელს უჩივლა, თავდაპირველად "სანდო წყარომ" გაავრცელა.
გამოცემა სკოლის მშობლებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსწავლემ, მეგობრის დახმარებით, ვიდეოს გადაღება შეძლო და ამის შემდეგ, პოლიციას მიმართა.
76 წლის ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა, პატიმრობაშია.
ირკვევა, რომ კაცი უკვე 55 წელია, რაც სკოლაში მუშაობს და იმედს იტოვებენ, რომ ფაქტის შეფასება არასწორად მოხდა.