სისხლიანი გარჩევა ვაკეში - "პირველებმა" დაკავებულების ვინაობა დაადგინა

12.11.26 20:45
სისხლიანი გარჩევა ვაკეში - "პირველებმა" დაკავებულების ვინაობა დაადგინა

"პირველებმა" მრგვალ ბაღში სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულების ვინაობა დაადგინა. 

პირველების ინფორმაციით, დაკავებულები არიან: გიორგი გიგანი, ლუკა ფარულავა, გეგი ალასანია, ლუკა რობაქიძე, ტატო მოგოშია, დავით კაჭახიძე, ნიკოლოზ ფარულავა.

ყველა მათგანს  სახელმწიფო ბრალდებამ ბრალის ოფიციალური დადგენილება დროებითი დაკავების იზოლატორში დღეს გააცნო. 

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა მათი ადვოკატების თქმით, ისინი ალაპარაკებას სავარაუდოდ, სასამართლოზე გეგმავენ. 

არის კიდევ ერთი დეტალი, არსებული ინფორმაციითნ ჯგუფურად ანგარიშსწორების საქმეს არა ერთი, არამედ ოთხი დაზარალებული ყავს.

რაც შეეხება დაზარალებლებს, დღეს გავრცელდა ცნობა, რომ მრგვალ ბაღთან დაჩი ტვილდიანთან თბილისის ვცენტრში კიდევ იმყოფებოდა მინიმუმ 2 პირი, თუმცა ეს არაოფიციალური ინფორმაციაა.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს, ვაკეში, მრგვალ ბაღთან, რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სტუდენტი  დაიჭრა. საუბარია დაჩი ტვილდიანზე, რომელიც საჯარო ცნობების მიხედვით, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრია.

გუშინ, 11 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ საქმეზე 7 პირი დააკავა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები