თბილისში, ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

13.07.26 10:33
თბილისში, ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე  ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელი  დაჭრეს.

კაცს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი უკვე დააკავეს.

დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.