ნარკოტიკების საქმეში ყოფილი სამხედრო ფიგურირებს - დაკავებული ამტკიცებს, რომ "პროვოკაცია" ასევე ყოფილმა ჯარისკაცმა მოუწყო
ყოფილი ჯარისკაცი, რომელსაც ხელბორკილები ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით დაადეს, ამტკიცებს, რომ "პროვოკაცია" უახლოესმა მეგობარმა, ასევე ყოფილმა ჯარისკაცმა მოუწყო.
დაკავებული აღიარებს, რომ ის ნამდვილად არის კანაფის მომხმარებელი, თუმცა აღნიშნავს რეალიზაციასთან კავშირი არ აქვს.
მისი მონაყოლის თანახმად, მეგობარმა ნარკოტიკული საშუალება სახლთან მიუტანა, უთხრა, რომ მარიხუანას მომდევნო დღეს წაიღებდა, ამ დროს კადრები გადაიღო და პოლიციას გადასცა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით დაკავებულთა შორის შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია.
ასევე, დაკავებული არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, ხელბორკილები დაადეს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
საქმეში დევს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. ირკვევა, რომ პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.