ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს

06.08.26 10:46
ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის  მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულისგან, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“"- წერს უწყება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,  260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები