დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეს 1750 ლარის ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა და თაღლითურად მიითვისა - შსს

02.11.26 12:00
დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეს 1750 ლარის ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა და თაღლითურად მიითვისა - შსს

თაღლითობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1750 ლარის სანაცვლოდ ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და ფული თაღლითურად მიითვისა - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

განცახდებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.