ამოღებულია 352 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - დაკავებულია 7 პირი

02.11.26 11:48
ამოღებულია 352 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - დაკავებულია 7 პირი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 352 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“,  „მეფედრონი“, „მეთადონი“, „კლეფედრონი",  „მდმა", „გამომშრალი მარიხუანა“ და  „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

უწყების ცნობით, დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს.

დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემებში სხადასხვა ფორმით, მათ შორის ჯგუფურად იყვნენ ჩართულნი.

საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 352 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“,  „მეფედრონი“, „მეთადონი“, „კლეფედრონი",  „მდმა", „გამომშრალი მარიხუანა“ და  „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები