სისხლიანი ანგარიშსწორება ხელვაჩაურში - დაჭრილია 1 პირი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "პირველებს" უთხრეს, გამოძიება სსსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დამნაშავე დაკავებულია. მომხდარის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.