მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი ხორცის მაღაზიაში დაჭრეს - მედია
მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი ხორცის მაღაზიაში დაჭრეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24News.ge ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი.
გამოცემის ცნობით, ამჟამად ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოღობილი. მიმდინარეობს გამოძიება.