არასრულწლოვანთა დაჯგუფება ტელეფონით იღებდა - პირველი ინტერვიუ ნაცემ კურიერთან

08.08.26 17:35
არასრულწლოვანთა დაჯგუფება ტელეფონით იღებდა - პირველი ინტერვიუ ნაცემ კურიერთან

პირველი ინტერვიუ სასტიკად ნაცემ კურიერთან. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ მასზე ანგარიშსწორებას არასრულწლოვანთა დაჯგუფება ტელეფონით იღებდა. დავით დვალიშვილი ამბობს, რომ მას ზურგიდან მიეპარნენ და იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მან შეკვეთის ადგილზე მიტანის შემდეგ ტელეფონზე დარეკა.

დვალიშვილის თქმით, სავარაუდოდ მოძალადეები ფიქრობდნენ რომ კურიერი პოლიციაში რეკავდა.

როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობდი, მოვიდნენ ჩვენთან - "პოლიციაში დაგვასმინეო, ჩაგვიშვიო". როცა წამოვედი დამამცირებელ ტონს მოუმატეს. ამოიღეს ტელეფონი და მგონი, გადაღებაც დაიწყეს. [გაანათა ტელეფონმა]. მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. დიდი ალბათობით, იქ ლარგს არაფერს მალავდნენ ან ეძებდნენ, დანამდვილებით არ ვიცი.

ტელეფონი რომ ამოვიღე, მართლა ვაპირებდი 112-ში დარეკვას, რამდენიმემ გაქცევა სცადა. ერთმა, რომელიც გვერდით მომყვებოდა, ტელეფონი წამართვა. ზურგს უკან ლაჩრულად მომეპარნენ და თავს დამესხნენ. 

ასფალტზე თავი მრავალჯერ დამარტყმევინეს, მირტყეს მუშტები. ფოტოები რაც ვნახე ყველა ამოვიცანი"- თქვა მან. 

თბილისში, საბურთალოზე, ღამის საათებში გამოძახების ადგილას მისულ კურიერს თავს გუშინ ღამის საათებში დაესხნენ. 26 წლის დავით დვალიშვილის კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. 

ნაცემი კაცის მიერ დასახელებული ხუთი მოზარდიდან არც ერთი ამ დრომდე დაკავებული არ არის. მათ დასჯას დაზარალებული ითხოვს, რომელსაც ამ დრომდე ეტყობა ძალადობის კვალი. 

მსგავსი სიახლეები