კურიერის ცემაში ბრალდებული მოზარდები თავისუფლებაზე არიან - ჯგუფური ანგარიშსწორების დეტალები

08.08.26 20:31
კურიერის ცემაში ბრალდებული მოზარდები თავისუფლებაზე არიან - ჯგუფური ანგარიშსწორების დეტალები

პირველი ინტერვიუ  კურიერთან, რომელიც სიკვდილს სასწაულით გადაურჩა -  დავით დვალიშვილი გვიან ღამით არასრულწლოვნებმა ყაზბეგის გამზირზე, სასტიკად სცემეს. ანგარიშსწორებას კი დაჯგუფებაა ტელეფონით იღებდა.

დვალიშვილი ამბობს, რომ მისი ცემა იმის გამო დაიწყეს, რომ  შეკვეთის ადგილზე მიტანის შემდეგ, ტელეფონზე დარეკა. სავარაუდოდ მოძალადეები ფიქრობდნენ, რომ კურიერი პოლიციაში რეკავდა

ძალადობაში მონაწილეობას სავარაუდოდ 5 არასრულწლოვანი იღებდა, ყველა მათგანი ამ დრომდე თავისუფლებაზეა, არადა უკვე პოლიციის ხელშია სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, მოწმეების ჩვენებები, დაზარალებულმა კი რამდნიმე თავდამსხმელის ამოცნობა თავად მოახერხა..

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 126 მუხლით დაიწყო რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს, ახლა საინტერესოა, დააკავებენ ჯგუფის წევრებს,რომლებმაც  რომლებმაც კურიერი უმოწყალოდ სცემეს.

მარიამ მაკასარაშვილი თემის დეტალებით

მსგავსი სიახლეები