გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს საფრანგეთში

20.09.26 23:02
გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს საფრანგეთში

ადვკატის ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე დააკავეს.

როგორც მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, მიქაძე საფრანგეთში დააკავეს.

"როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახანს დააკავეს საფრანგეთში", - წერს კაკაბაძე "ფეისბუქზე".

დავით მიქაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში.

მიქაძის დაკავება ამ ეტაპზე ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებია.

ინფორმაცია განახლდება.

მსგავსი სიახლეები