დააკავეს კაცი, რომელმაც მეგობარი ქალი სცემა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
ძალადობის ამბავი, "პირველებმა" დღეს დილით გაავრცელა. ნაცემი ქალი ტყეში ჟურნალისტმა, სამირა ბაირამოვამ იპოვა, პოლიციას მომენტალურად დაურეკა და შველა ითხოვა.
ბაირამოვას თქმით, მოძალადე არწმუნებდა, რომ ცოლი ქორწილში გაეპარა და ამის გამო კამათობდნენ.