ამოღებულია კოკაინი“, „ჰაშიში“ და „ოპიუმი“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

23.09.26 11:31
 ამოღებულია კოკაინი“, „ჰაშიში“ და „ოპიუმი“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს -  ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ამოიღეს. 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰაშიში“ და „ოპიუმი“.  

პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები