სასტიკი დანაშაული ყვარელში -85 წლის ქალი მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდეს

23.09.26 16:18
სასტიკი დანაშაული ყვარელში -85 წლის ქალი მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლეს.

ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელი მარტოხელა პენიონერთან სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

არაოფიციალურად ვრცელდება მოხუცის გაუპატიურების ვერსიაც, თუმცა არსებული ცნობით, წინასწარი დათვალიერებით, ეს ფაქტი არ დასტურდება.

მსგავსი სიახლეები