დაპირისპირება ჩოხატაურის ცენტრში - "პირველების" ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანს ავტომობილი დაუზიანეს

24.09.26 21:14
დაპირისპირება ჩოხატაურის ცენტრში - "პირველების" ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანს ავტომობილი დაუზიანეს

ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილის მანქანის დაზიანებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. 

"პირველების" ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ჩოხატაურის ცენტრში მოხდა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსის მოადგილე ორი ახალგაზრდა კაცის ჩხუბს შეესწრო, სიტუაციის გარკვევის მცდელობას კი ახალგაზრდებმა  პოლიციის ავტომობილი დააზიანეს. 

"პირველების" ინფორმაციით, ორივე დაკავებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადასტურებს. 

მსგავსი სიახლეები