პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - თბილისში სამი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა - ინფომაციას შსს ავრცელოებს.
განცახდების თანახმად, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა პვპ“, 480 აბი „პრეგაბალინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.