სადღეგრძელოს გამო მოკლული 17 წლის ბიჭის დედა მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლოში დღეს შეხვდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - მოკლული დავით ნარიმანიძის დედა დღეს შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სხდომათა დარბაზში პირველად შეხვდება.
ეკა მხატვრიშვილი აცხადებს, რომ მისი მოთხოვნაა უმაღლესი სასჯელი მიესაჯოს ბრალდებულ არასრუწლოვანს.
მისივე თქმით, სასამართლოზე დაიკითხებინ სუფრის წევრებიც, რომელიც არასრულწლოვანის მკვლელობის დროს იქ იმყოფებოდნენ.
"დღეს უკვე დავესწრები, როგორც ვიცი და მოწმეების გვარები ზუსტად არვიცი, მაგრამ დაიკითხებიან, ვფიქრობ, ვვარაუდობ, რომ იქნებიან სუფრის წევრები.
მოთხოვნა არის იგივე უმაღლესი სასჯელი, სხვა რა უნდა მოვითხოვო.
დღემდე არავინ არ შეგვხმიანებია" - აცადებს ეკა მხატვრიშვილი
დაპირისპირება დაბადების დღის სურფრაზე სადღეგრძელოს გამო დაიწყო. არსებული ინფრომაციით, დავით ნარიმანიძე იმის გამო მოკლეს, რომ ფეხზე არ წამოდგა.
მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს მოხდა - გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებულს ახლა 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ირკვევა ისიც, რომ სკოლის მოსწავლე თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ იმყოფებოდა. მან გირაო არ გადაიხადა, თუმცა სისტემას თვეების განმავლობაში არ მოუკითხავს, რატომ არ ასრულებდა გირაოს პირობებს ბრალდებული.
ცნობისთვის, შსს-მ არასრუწლოვანი განძრახ მკვლელობის დამამძიემებელ გარემოებებში კვალიფიკაციის საფუძველზე დააკავა.