ცოლის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანია
"პირველების" ინფორმაციით, კაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეეს, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე რაფი ორუჯოვია.
შსს-ს ცმობით დაკავებულმა განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.
საქმის მასალების მიხედვით, კაცმა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18 -109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.