ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა - დააკავეს 11 პირი

16.11.26 10:55
ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა - დააკავეს 11 პირი

თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

განცახდებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: შვიდი პისტოლეტი, რევოლვერი, ხელყუმბარები, მჭიდები და რამდენიმე ასეული ვაზნა.

სამართალდამცველების მიერ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

 დაკავებულებს რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები