ამოღებულია 62 შეკვრა „მეთადონი“ და „მარიხუანა“ - შსს
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 2 პირი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
განცახადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის 62 შეკვრა „მეთადონი“ და „მარიხუანა“.
დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.