მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

ქართველი მსახიობი, ამირან ქადეიშვილი, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო წლების განმავლობაში ავადმყოფობდა.
1953-1985 წლებში თამაშობდა ოზურგეთის თეატრში და თეატრ ძველი სახლის სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობს კინოში, პოპულარობა მოუტანა გიორგი შენგელაიას კომედიაში, ,,სიყვარული ყველას უნდა", შესრულებულმა ხირხალას როლმა, ნათამაშები აქვს ფილმებში ,,სემირამიდას ბაღები", ,,მთვარი მოტაცება", ,,ციმბირელი პაპა", ,,პირველი მერცხალი", ,,მევლუდი", ,,კავკასიის ტყვე".
2018 წელს გადაეცა სპეციალური ჯილდო ,,ხელოვნების ქურუმი". ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.