კულტურის სამინისტრომ ქეთი დოლიძის ფესტივალის ხელშეწყობისა და განვითარების ვალდებულება აიღო

13.07.25 14:48
კულტურის სამინისტრომ ქეთი დოლიძის ფესტივალის ხელშეწყობისა და განვითარების ვალდებულება აიღო

კულტურის სამინისტრომ ქეთი დოლიძის ფესტივალის ხელშეწყობისა და განვითარების ვალდებულება აიღო. ამის შესახებ კულტურის სამინისტროს გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი თინათინ რუხაძემ და ქეთი დოლიძემ მოაწერეს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ოფიციალურად გადაეცა.

ფესტივალი, რომელიც კინომსახიობთა თეატრს სრულად - ორგანიზების, გამართვისა და ფესტივალთან დაკავშირებული ყველა საავტორო უფლებით გადაეცა, ქეთევან დოლიძისა და სოფიო თორთლაძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებას გააგრძელებს ახალი სახელწოდებით - „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“.

საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელს შეუწყობს ფესტივალის ფუნქციონირებასა და განვითარებას. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი წლევანდელ ფესტივალს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარებს.