ერმალო მაღრაძე კოვიდინფიცირებულია - რეჟისორი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობს

07.11.21 12:28
ერმალო მაღრაძე კოვიდინფიცირებულია - რეჟისორი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობს

ცნობილი რეჟისორი ერმალო მაღრაძე კოვიდინფიცირებულია. რეჟისორი მეუღლესთან, მანანა ხიდაშელთან ერთად, მკურნალობის კურსს ქუთაისის “კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრში გადის.

79 წლის რეჟისორი კლინიკაში 4 ნოემბერს მოათავსეს.

როგორც კოვიდცენტრში აცხადებენ, პაციენტებს ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი დაზიანებული აქვთ, საყურადღებო პაციენტებს წარმოადგენენ და ყველა შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.