რა მისიით ჩამოვიდა ფაშინიანი საქართველოში?

04.03.26 21:05
რა მისიით ჩამოვიდა ფაშინიანი საქართველოში?

რა სათქმელით ჩამოვიდა სომხეთის ლიდერი საქართველოში - მინიშნებები ერთობლივი განცხადებისას გააკეთა.

ტრამპის მარშრუტი, საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში ევროკავშირის როლის გაძლიერება - ეს ის სამი ძირითადი საკითხია, რაზეც სომხეთის პრემიერი "ქართული ოცნების" მთავრობას დახურულ კარს მიღმა ელაპარაკა. ესეც სომხეთის ლიდერისგან გავიგეთ, ირაკლი კობახიძე კი ცდილობდა შეხვედრის შესახებ მხოლოდ ზოგადი ფრაზებით ესაუბრა.

ნიკოლ ფაშინიანი ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს გვერდის ავლით სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა სომხეთთან მილიარდობით დოლარის ბირთვული შეთანხმება, აზერბაიჯანთან კი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმა. არსებობს ვარაუდი,რომ "ქართულ ოცნებას", ფაშინიანმა ვაშინგტონის სათქმელი ჩამოუტანა.

თათია წოწონავა ვიზიტის დეტალებით