როგორ მივიღოთ უფასო ბილეთი ქანიე ვესტის კონცერტზე
12 ივნისს „დინამო არენაზე“ ამერიკელი მომღერლის, KANYE WEST-ის კონცერტი გაიმართება.
- უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე გულშემატკივარს ბილეთის უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობა ექნება, ამისთვის მსურველებმა რეგისტრაცია მომღერლის მუსიკალური ტურის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გაიარონ:
- გაიარეთ რეგისტრაცია: ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს და შეიყვანეთ თქვენი მონაცემები.
- შეინახეთ ალბომი Bully: რეგისტრაციის ბოლომდე მისაყვანად აუცილებელი პირობაა, რომ (მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე – Spotify, Apple Music) შეინახოთ (save) ქანიეს ალბომი სახელწოდებით Bully.
რეგისტრაციის გავლა და ალბომის შენახვა ბილეთის გარანტიას არ იძლევა, თუმცა ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ წინასწარ დარეგისტრირებულთა დიდი სიიდან, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოვლინდება რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თბილისის კონცერტის უფასო ბილეთები გადაეცემათ.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასებზა და გაყიდვის ვადებზე ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
YE თბილისში ლაივ შოუს Starring Georgia-ს მეოთხე სეზონის ფარგლებში გამართავს.