ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა

14.08.26 20:47
ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია.

ბადრი ვადაჭკორია 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად. 1998-2002 წლებში იყო საქტელერადიოკორპორაციისა და ახალი ქართული გაზეთის საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გაზეთ ნატვრისთვალისა და ახალგაზრდა კომუნისტის სპეციალური კორესპონდენტი. 

1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. იგი არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.

ვადაჭკორია არის 25 ფოტოკრებულისა და 6 წიგნის ავტორი.