ოკუპანტები მეჯვრისხევში - საცხოვრებელი სახლები საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა

27.01.22 10:57
ოკუპანტები მეჯვრისხევში - საცხოვრებელი სახლები საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა

რუსი სამხედროები საქართველოს მიწების ოკუპაციას განაგრძობენ - ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევში რამდენიმე ათეულობით ჰექტარ ტერიტორიაზე ნიშნულები დაამონტაჟეს.  

ოკუპირებულ ნაწილში მოყვა საცხოვრებელი სახლები, სასაფლაოები, სარწყავი არხის სათავე ნაგებობა და საძოვრები. ოკუპანტები სოფელში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

ადგილობრივები რუსი სამხედროების და უმძიმესი სურათის პირისპირ აღმოჩნდნენ. ამ ფონზე კი ღარიბაშვილის მთავრობა ისევ დუმილს ინარჩუნებს.

მოსახლეობის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაახლოებით ერთი კილომეტრით შემოიჭრნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აგრძელებენ ე.წ ბორდერიზაციის პროცესს. 

მათი თქმით, თუ ოკუპანტები მავთულხლართებს გაავლებენ, საოკუპაციო ხაზს მიღმა ორი ადგილობრივის, ვასო სეხნიაშვილის და ნოდარ ზანგურის, საცხოვრებელი სახლები აღმოჩნდება.