ამერიკელი რეპერი DMX 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი რეპერი, გრემის ნომინანტი, DMX 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეპერი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გამოწვეული გულის შეტევით კლინიკაში 6 დღის წინ შეიყვანეს.
DMX-მა მუსიკალური კარიერა 1991 წელს დაიწყო. 1998 წელს~ სადებიუტო ჩანაწერი It's Dark and Hell Is Hot გამოუშვა, რომლის 250 ათასზე მეტი ეგზემპლარი პირველივე კვირაში გაიყიდა. სხვადასხვა დროს რეპერი გრემის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.