"ნეტფლიქსსა" და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

07.09.22 10:55
"ნეტფლიქსსა" და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

"ნეტფლიქსსა" და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა, ამის შესახებ Variety  წერს.

შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა. 

ქართველმა მოჭადრაკემ "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ დავა 2021 წელს წამოიწყო, გაფრინდაშვილი აღნიშნავდა, რომ "ლაზიერის გამბიტში" მისი მიღწევების გაუფერულებამ უდიდესი ტკივილი მიაყენა. ის "ნეტფლიქსისგან" შეცდომის გასწორებას და კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს ითხოვდა.