რეპერი Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

29.09.22 11:00
რეპერი Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტის ლეონ აივი უმცროსი, სასცენო სახელით Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეპ-შემსრულებელი მეგობრის სახლში იმყოფებოდა, საპირფარეშოში გავიდა და კარგა ხანს არ დაბრუნებულა, რის შემდეგაც მეგობარმა გარდაცვლილი იპოვა.

TMZ-ის ცნობით, ადგილზე სამართალდამცავებს არ აღმოუჩენიათ რაიმე ნარკოტიკული საშუალება და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ავტოფსია და ტოქსიკოლოგიური ტესტი ჩაინიშნა.

რეპერის ყველაზე პოპულარული ჰიტი კი Gangsta"s Paradise იყო, რომლისთვისაც ქულიომ 1996 წელს "გრემის" მუსიკალური ჯილდო მიიღო.