ოსკარი 2021-ის გამარჯვებულები ცნობილია - (სია)

2021 წლის ოსკარის გამარჯვებულები ცნობილია. ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები 23 ნომინაციაში გამოავლინა.
საუკეთესო ფილმად Nomadland (მომთაბარეთა მიწა) დასახელდა. მისი რეჟისორი ქლოე ჟაოა, რომელმაც ასევე მოიპოვა ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის და კინოს ისტორიაში მეორე ოსკაროსანი რეჟისორი ქალი გახდა.
ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი, ოსკარი ასევე ფილმ Nomadland-ში შესრულებული როლისთვის ფრენსის მაკდორმანდს გადაეცა.
საუკეთესო კაცი მსახიობის კატეგორიაში ოსკარი ენტონი ჰოპკინსს, ფილმ "მამაში" შესრულებული როლისთვის გადაეცა.
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობისთვის დაწესებული ოსკარი - დენიელ კალუიას გადასცეს.
ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალური სცენარი ფილმმა -" იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი" გაიმარჯვა.
საუკეთესო ანიმაციური ფილმად სული(soul) დასახელდა. საუკეთესო მუსიკის კატეგორიაშიც ამავე ანიმაციამ გაიმარჯვა.
საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში 2021 წლის ოსკარი ფილმს "ორი შორეული უცნობი" გადაეცა.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ფილმი "მამა".
საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში კი ოსკარი დანიურმა ფილმმა Another Round-მა მიიღო.
ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები სულ 23 ნომინაციაში გამოავლინა. წლევანდელი ღონისძიება ჩვეულებრივზე ორი თვით გვიან ჩატარდა, მას შემდეგ, რაც იგი პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო.