ბერლინალე 2021-ის გამარჯვებულები ცნობილია

05.03.21 21:06
ბერლინალე 2021-ის გამარჯვებულები ცნობილია

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალურმა ჟიურიმ 2021 წლის გამოშვების გამარჯვებულები გამოავლინა. ოქროს დათვი გადაეცა და წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა რუმინელი რეჟისორის რადუ ჟუდეს კინოსურათი Bad Luck Banging or Loony Porn.

დანარჩენ ნომინაციებში ჯილდოები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ჟიურის გრან პრი — Wheel of Fortune and Fantas, რიუსუკე ჰამაგუში;

საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის დათვი) — Natural Light, დენის ნაგი;

საუკეთესო მსახიობი — მარენ ეგერტი, I'm Your Man;

საუკეთესო სცენარი — Introduction, ჰონგ სან სუ.

 წელს საკონკურსო პროგრამაში ქართული ფილმიც მონაწილეობდა, ალექსანდრე კობერიძის რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ? ფილმმა პრიზი ვერ აიღო, თუმცა 15 ფინალისტ კანდიდატში მოხვდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ბერლინალეს 71-ე ფესტივალი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.